ჩვენ შესახებ

საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემიის დაარსების შესახებ გადაწყვეტილება ეფუძნება უმთავრეს ამოცანას-ხელმისაწვდომი, უმაღლესი დონის მუსიკალური განათლების შეთავაზება ყველაზე თანამედროვე სწავლების მეთოდებით.

საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემია გამორჩეულია იმით, რომ მოსწავლეები სარგებლობენ მასტერკლასებით ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე აღიარებული მუსიკოსებისაგან, როგორებიც არიან ვალერეიან შიუკაშვილი, თამარ ლიჩელი, ტარიელ სუარი, ნინო ბაშარული, სოფო ნიჟარაძე და მათი ასისტენტები.

აკადემიაში იმ მუსიკოსების ჯგუფია გაერთიანებული, რომლებისთვისაც უმნიშვნელოვანესია თითოეული მოსწავლის წარმატება. უშუალო ურთიერთობა იმ პროფესიონალებთან, რომლებსაც უმაღლეს დონეზე აჰყავთ სწავლების პროცესი, მოსწავლეებს დიდი პერსპექტივებისკენ უხსნის კარს.

საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემიის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ როგორც საქართველოს, ასევე გერმანიის, შვედეთის, აშშ-ს, კანარის კუნძულების, ბულგარეთის, რუსეთის, თურქეთის, საფრანგეთის, ნორვეგიის, საბერძნეთის საერთაშორისო კონკურსებსა თუ ფესტივალებზე მიღწევების სათანადოდ წარმოსაჩენად და მუსიკალურ სფეროში მათი გამოცდილების გასამდიდრებლად.