ნინო ბაშარული - ეთნომუსიკოსი

ნინო ბაშარული არის ეთნომუსიკის  მიმდევარი, მის შემოქმედებაში ძირითადად ჭარბობს სხვადასხვა ქვეყნის ეთნომუსიკაზე დაფუძნებული არაერთი  კომპოზიცია, მათ შორის, ესპანური ფლამენკო, პორტუგალიური ფადო, ბრაზილიური ბოსანოვა, ინდური ფოლკი და აფრიკული იავნანა. ნინო არისხალხურ მოტივებზე შექმნილი სიმღერების მუსიკის ავტორი. 

ნინოს,  როგორც მომღერლის შემოქმედებითი ბიოგრაფია დაიწყო 2007წ  ესპანეთში.  ქ. მადრიდში სადაც  გაიარა ცნობილი კომპოზიტორის რაკელ ვილარის  მასტერკლასი, აქვე მონაწილეობა მიიღო ზაფხულის მუსიკალურ ფესტივალში. მისი ნამღერი ჟიურიმ, შეაფასა  როგორც საუკეთესო.

მაშინ როდესაც პორტუგალიური ფოლკი ქართველი მსმენელისთვის ჯერ კიდევ უცხო ჟანრი იყო, ნინომ მსმენელს შეთავაზაკონცერტი.  

2010 წელს ნინო მონაწილეობდა  თურქეთის ქ. არჰავში გამართულ  ქართულ-ლაზურ პროექტში,  სადაც  სპეციალურად მისთვის, პროექტის ფორმატის დარღვევით, გამოიყო განსაკუთრებული პრიზი,  რომელიც ითვალისწინებს მის ყოველწლიურ მონაწილეობას  ამ კონკურსში საპატიო სტუმრის სტატუსით. 

ნინო ხშირად  მონაწილეობს  ქ. იერუსალიმში  გამართულ სხვადასხვა მუსიკალურ ფესტივალებში. 

ნინო ბაშარული არის  2009 წლის მუსიკალური პროექტის ,,ჯეოსტარის“ მონაწილე.

ის აქტიურ მონაწილეობას ღებულობს სხვადასხვა ტიპის მუსიკალურ პროექტებში.