ფოლკლორი

ფოლკლორული პროგრამის მთავარი მიზანია მოსწავლეებს მისცეს, ის შესაბამისი ცოდნა, ქართული და მსოფლიო ფოლკლორის შესახებ, რაც დამწყებმა მუსიკოსმა სავალდებულოა რომ იცოდეს. “UG მუსიკის აკადემიის“ ფოლკლორის მიმართულებაძე მოსწავლეები ისწავლიან საშემსრულებლო ტექნიკას თვალსაჩინო მაგალითებით და აუდიო მასალების გამოყენებით. აღსანიშნავია ,რომ ფოლკლორული სიმღერის სფეროში მოღვაწე ბუმბერაზ მუსიკოსთა შემოქმედება და მაგალითები დიდ ზეგავლენას ახდენს პატარებზე, მათი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებასა და ინტელექტის განვითარებაზე.

სწავლების მნიშვნელოვანი ნაწილია , დიდ და ცნობილ მუსიკოსთა შემოქმედებისა და გამოცდილების გაზიარება დამწყები მუსიკოსებისთვის. პროგრამა მიზნად ისახავს სხვადასხვა ეპოქის ქართველ და უცხოელ ფოლკლორისტთა მუსიკალური ნაწარმოებების შეასწავლას, აგრეთვე ყოველი თვის დასასრულს მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ ეზიარონ თანამედროვე მუსიკოს-შემსრულებელთა ცოცხალ კონცერტებსა და მასტერ-კლასებს აკადემიის საკონცერტო დარბაზში, რაც მოსწავლეთათვის დიდი სტიმული იქნება.