ფორტეპიანო

საფორტეპიანო პროგრამის მთავარი მიზანია: აღზარდოს მუსიკოს-შემსრულებლები თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მისცეს მოსწავლეებს სათანადო მუსიკალური განათლება შემდგომში პროფესიული და აკადემიური სახელოვნებო განათლების მისაღებად როგორც საქართველოში, ასავე მის საზღვრებს გარეთ.

ამ მიზნის მისაღწევად არ არის საკმარისი ასწავლო ბავშვს მხოლოდ ფორტეპიანოზე დაკვრა, მთავარია ჩაუნერგო მას მუსიკისადმი სიყვარული, გამოავლინო და განავითარო მოსწავლის ინდივიდუალური შემოქმედებითი პოტენციალი.

მუსიკოს-შემსრულებლის აღზრდას საფუძვლად უდევს მხატვრული და ტექნიკური ერთიანობის პრინციპი. სწორედ ამ პრინციპით ხელმძღვანელობენ მუსიკის აკადემიის პროფესორ-მასწავლებლები.

მოსწავლის მრავალმხერივი განვითარებისათვის სწავლების ნებისმიერ საფეხურზე შეისწავლება სხვადასხვა ფორმის, ეპოქის და სტილის როგორც ქართველ, ასევე უცხოელ კომპოზიტორთა მუსიკალური ნაწარმოებები.

მუსიკის აკადემია ხელს შეუწყობს მოსწავლის აქტიურ მონაწილეობას ეროვნულ თუ საერთაშორისო პროექტებში.