კლასიკური მუსიკის მე-5 საიუბილეო ეროვნული კონკურსი
(თბილისი)
7-12 დეკემბერი 2015

საქართველოს ხელოვნების აკადემია და მუსიკის აკადემია ატარებს კლასიკური მუსიკის მე-5 საიუბილეო ეროვნულ კონკურსს  7-12 დეკემბერის  ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს და ასევე საქართელოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველ მოსწავლე-ახალგაზრდებს, რომლებიც ირიცხებიან მუსიკალურ სასწავლებელში (II-XII კლასში).

კონკურსი გაიმართება შემდეგ სპეციალობებში:
1. ფორტეპიანო
2. სიმებიანი საკრავები
3. ჩასაბერი ინსტრუმენტები

კონკურსის მონაწილეთა თანმიმდევრობა განისაზღვრება ანბანის მიხედვით.

კონკურსის მონაწილე თავად უზრუნველყოფს მგზავრობის, ცხოვრებისა და კვების ხარჯებს.
ყველა ლაურეატი ვალდებულია დაესწროს კონკურსის საზეიმო დახურვის ცერემონიალს, ხოლო პირველი პრემიის ლაურეატები და გრან-პრის მფლობელი ვალდებულები არიან მონაწილეობა მიიღონ საზეიმო კონცერტში. წინააღმდეგ შემთხვევაში პრემია გაუქმდება.

1. ჟიურის უფლება აქვს არ გასცეს ყველა პრემია 2. გაყოს პრემიები მონაწილეთა დადგენილი რაოდენობის ფარგლებში.

ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

კატეგორია:
კატეგორია A - II-III კლასი
კატეგორია B -  IV-V  კლასი
კატეგორია C -  VI-VII  კლასი
კატეგორია D -  VIII-IX  კლასი
კატეგორია E -  X,XI,XII კლასი

პროგრამა:
ორი სტილისტურად განსხვავებული ნაწარმოები, მონაწილეთა შერჩევით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:
1. ანკეტა-განაცხადი (ივსება ადგილზე)
2. დაბადების მოწმობის ასლი
3. 1 ფერადი ფოტოსურათი 10X15
4. შემოქმედებითი ავტობიოგრაფია
5. პედაგოგის სარეკომენდაციო წერილი
6. 80 ლარიანი საბანკო გადახდის ქვითარი

თანხის ჩარიცხვა მოხდება ხელოვნების აკადემიის ანგარიშზე:
GEO5BG0000000956599200 სს საქართველოს ბანკის ცენტრალური ფილიალი ბკ BAGAGE22 შ.პ.ს ხელოვნების აკადემია

საბუთები მიიღება მუსიკის აკადემიაში ,2016  წლის 1-დან 3 დეკემბრის  ჩათვლით
 12.00-დან 17.00 საათამდე
მისამართი:თბილისი,კოსტავას 77ა  ან გამოაგზავნეთ Mail:artacademy555@gmail.com

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ:

+995 32 2181554   +995 555 455250    +995 593381946