მოცარტის სახელობის კონკურს–ფესტივალი 2016
20–27 იანვარი 2016

მოცარტის სახელობის კონკურს–ფესტივალს ერთობლივად ატარებს საქართველოს ხელოვნების აკადემია და მუსიკის აკადემია.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის  მოქალაქეს,
კონკურსი გაიმართბა შემდეგ სპეციალობებში:
1. ფორტეპიანო
2. სიმებიანი საკრავები
3. ჩასაბერი ინსტრუმენტები.

კონკურსის მონაწილეთა თანმიმდევრობა განისაზღვრება ანბანის მიხედვით.

ვალდებულია ყველა ლაურეატი დაესწროს კონკურსის საზეიმო დახურვის  ცერემონიალს, ხოლო პირველი პრემიის ლაურეატები და გრან-პრის მფლობელი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს საზეიმო კონცერტში. წინააღმდეგ შემთხვევაში პრემია გაუქმდება.
კონკურსის მონაწილე თავად უზრუნველყოფს მგზავრობის, ცხოვრებისა და კვების ხარჯებს.

ჟიურის უფლება აქვს არ გასცეს ყველა პრემია, გაყოს პრემიები მონაწილეთა დადგენილი რაოდენობის ფარგლებში.  ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
ასაკობრივი კატეგორია:

კატ  „ა“ – 7-10 წლის ჩათვლით
კატ  „ბ“ – 11-12 წლის ჩათვლით
კატ  „გ“ – 13-14 წლის ჩათვლით
კატ  „დ“ – 15-16 წლის ჩათვლით
კატ  “ე“ – 17-19 წლის ჩათვლით
კატ  „ვ“ – 20-25 წლის ჩათვლით

პროგრამა:
პირველი ტური:
1. ერთი ნაწარმოები მონაწილეთა შერჩევით
2. მოცარტის ერთი ნებისმიერი ნაწარმოები (შესაძლებელია სონატის ერთი ნაწილი)

მეორე ტური:
მონაწილემ უნდა გაიმეოროს მოცარტის ნაწარმოები, რომელსაც ასრულებდა პირველ ტურში.

პრიზები:
1. საქარველოს უნივერსიტეტის პრიზი 500 $
2. ამერიკისა და ევროპის კონკურსების ფედერაცია - 2000 $-იანი სასწავლო ვაუჩერი
3. ქ. თბილისის მერიის პრიზი
4. ხელოვნების აკადემიის ერთ  წლიანი სწავლის დაფინანსება

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:
1. ანკეტა-განაცხადი (ივსება ადგილზე)
2. დაბადების მოწმობის ასლი
3. 1 ფერადი ფოტოსურათი 10X15
4. შემოქმედებითი ავტობიოგრაფია
5. პედაგოგის სარეკომენდაციო წერილი
6. 80 ლარიანი საბანკო გადახდის ქვითარი

თანხის ჩარიცხვა მოხდება ხელოვნების აკადემიის ანგარიშზე:
GEO5BG0000000956599200 სს საქართველოს ბანკის ცენტრალური ფილიალი ბკ BAGAGE22 შ.პ.ს ხელოვნების აკადემია.

საბუთები მიიღება მუსიკის აკადემიაში, 16-დან 18 იანვრის   ჩათვლით 12:00-დან 17:00 საათამდე. მისამართი: თბილისი,კოსტავას 77ა ან გამოაგზავნეთ Mail: mozartcompetition@gmail.com

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ:
+995 555 455 250
+995 593 381 946
+995 322 181 554