საქართველოს ხელოვნების აკადემია წარმოგიდგენთ ნოდარ გაბუნიას სახელობის საერთაშორისო კონკურსს
6-16 ნოემბერი 2016

ნოდარ გაბუნიას სახელობის საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება კლასიკური მუსიკის ორ სპეციალობაში:

“ა”- ფორტეპიანო
ბ - ვოკალი

ნოდარ გაბუნიას სახელობის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომლის ასაკი შეეფერება ასაკობრივ კატეგორიებს.
კონკურსის პროგრამა სრულდება ზეპირად.
ყველა მოსმენა საჯაროა.
ანკეტა-განაცხადში წარმოდგენილი პროგრამის შეცვლა დაუშვებელია.
კონკურსის მონაწილეთა თანმიმდევრობა განისაზღვრება ანბანის მიხედვით.
კონკურსის მონაწილე თავად უზრუნველყოფს მგზავრობის, ცხოვრებისა და კვების ხარჯებს. (მოთხოვნის შემთხვევაში საორგანიზაციო კომიტეტს შეუძლია დაეხმაროს მონაწილეს საცხოვრებელი ადგილის მოძიებაში)
ყველა ლაურეატი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კონკურსის საზეიმო დახურვის ცერემონიალზე, წინააღმდეგ შემთხვევაში პრემია გაუქმდება.
კონკურსზე ნებისმიერი სახის ჩანაწერი Nნოდარ გაბუნიას სახელობის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო კონკურსის საკუთრებაა. მონაწილეს არ აქვს უფლება მოითხოვოს ანაზღაურება.

ასაკობრივი კატეგორიები:

ფორტეპიანო
კატეგორია “ა”- 11 წლის ჩათვლით
კატეგორია ბ - 12-16 წლის ჩათვლით
კატეგორია გ - 17-25 წლის ჩათვლით

ვოკალი
კატეგორია დ - 18-35 წლის ჩათვლით

პრემიები:

გრან პრი - 3000 (აშშ დოლარი)
(გაიცემა ერთერთ სპეციალობაში)


ფორტეპიანო

კატეგორია ა
I პრემია - 500 (აშშ დოლარი)
II პრემია - 300 (აშშ დოლარი)
III პრემია - 200 (აშშ დოლარი)

 


კატეგორია ბ

I პრემია - 1000 (აშშ დოლარი)
II პრემია - 700 (აშშ დოლარი)
III პრემია - 400 (აშშ დოლარი)

კატეგორია გ
I პრემია - 1500 (აშშ დოლარი)
II პრემია - 1000 (აშშ დოლარი)
III პრემია - 700 (აშშ დოლარი)


ვოკალი
კატეგორია დ
I პრემია - 1500 (აშშ დოლარი)
II პრემია - 1000 (აშშ დოლარი)
III პრემია - 700 (აშშ დოლარი)

 

პროგრამა:

ფორტეპიანო

1. კატეგორია ა (15-20 წუთი)
თავისუფალი პროგრამა მონაწილეთა შერჩევით.
პროგრამაში სავალდებულოა შესრულდეს ერთი პიესა ნოდარ გაბუნიას საფორტეპიანო ციკლიდან `მოწაფის დღიური~

2. კატეგორია ბ (30-35 წუთი)
თავისუფალი პროგრამა მონაწილეთა შერჩევით
პროგრამაში სავალდებულოა შესრულდეს ორი პიესა ნოდარ გაბუნიას საფორტეპიანო ციკლებიდან `მოწაფის დღიური~ ან `პატარა პიესები დიდებისათვის~

3. კატეგორია გ (45-50 წუთი)
თავისუფალი პროგრამა მონაწილეთა შერჩევით
პროგრამაში სავალდებულოა შესრულდეს ნოდარ გაბუნიას `მიძღვნა~ ან `ექსპრომტი~

ვოკალი

კატეგორია დ

1. პროგრამის ხანგძლიობა არ უნდა აღემატებოდეს 25 წუთს

2. ერთი ნაწარმოები მონაწილეთა შერჩევით. (სასურველია შესრულდეს ერთი სიმღერა ნოდარ გაბუნიას ვოკალური ციკლიდან `7 სიმღერა~
(ტრანსპორტირება დასაშვებია)
3. იტალიური გაშლილი არია
4. XIX-XX საუკუნის ევროპული არია
5. ერთი რომანსი ან ლიდი

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა
2016 წლის 1 ოქტემბრამდე უნდა გამოაგზავნონ შემდეგი საბუთები:

შევსებული ანკეტა-განაცხადი
დაბადების მოწმობის ასლი
2 ფერადი ფოტოსურათი 10X15
შემოქმედებითი ავტობიოგრაფია
პედაგოგის სარეკომენდაციო წერილი
საბუთებთან ერთად მონაწილემ უნდა წარმოადგინოს საბანკო გადახდის ქვითარი


ფორტეპიანო:
კატეგორია ა – 80 (აშშ დოლარი)
კატეგორია ბ 90 (აშშ დოლარი)
კატეგორია გ 100 (აშშ დოლარი)
კატეგორია დ 100 (აშშ დოლარი)

საბანკო ანგარიში:

სს საქართველოს ბანკის ცენტრალური ფილიალი

bankis kodi: BAGAGE22

a/a GEO5BG0000000956599200
GE  შ.პ.ს ხელოვნების აკადემია
gabuniacompetition2016@gmail.com


შემოტანილი საბუთები და თანხა უკან არ ბრუნდება, საბუთების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.


ჟიური:

1. ჟიურის უფლება აქვს არ გასცეს ყველა პრემია, გაყოს პრემიები მონაწილეთა დადგენილი რაოდენობის ფარგლებში
2. ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
ჟიურის წევრებს უფლება არ აქვთ კონკურსზე წარმოადგინონ თავისი მოსწავლეები,რომლებიც კონკურსის ჩატარების პერიოდში ირიცხებიან მათ კლასში.G

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ +995 32 2181 554, +995 555455250,+995 595381090
კოსტავას 77ა თბილისი,0171,საქართველო