ტარიელ სუარი - გიტარისტი

გერმანიაში მოღვაწე ფრანკფურტის სამუსიკო აკადემიის პროფესორი, ცნობილი ქართველი მუსიკოსი, ბატონი ტარიელ სუარი დაიბდა ქალაქ თბილისში. კლსიკურ გიტარაზე დაკვრა საკმაოდ გვიან დაიწყო.

მედეა ფანიაშვილის სახელობის უმაღლესი სამუსიკო სასწავლებელის დამთავრებისთანავე მან ევროპაში, კერძოდ გერმანიაში ფრანკფურტის უმაღლეს სამუსიკო უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა. ბატონი ტარიელ სუარი უკვე სწავლის პერიოდში უკრავდა სოლო კონცერტებს ევროპის ცნობილ საკონცერტო დარბაზებში. სულ მალე მოიხვეჭა სახელი, როგორც ბახის მუსიკის საუკეთესო შემსრულებელმა.

მას კლასიკურ გიტარაზე გადატანილი აქვს მსოფლიოში ცნობილი კომპოზიტორების 300- მდე ნაწარმოები. უნივერსიტეტმა ტარიელ სუარის შემდგომი დახელოვნების მიზნით სპეციალურად ბატონი სუარისთვის მოიწვია ცნობილი მუსიკოსის, ჯონ ვილიამსის მოსწავლე ასევე ცნობილი მუსიკოსი და პედაგოგი პეტრე კანტონა. გერმანიაში მოღვაწების დროს ტარიელ სუარი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ფესტივალებსა და პროექტებში. არგენტინულ ანსამბლთან „Astor Piazzolla Imagenes“ (Gitarre, Bandoneon, Geige) ერთად ევროპული ტურნეს შემდეგ ბატონმა ტარიელ სუარმა დიდი პოპულარობა მოიპოვა, როგორც არგენტინელი კომპზიტორის ასტორ პიაცოლას ტანგოების საუკეთესო შემსრულებელმა. ბატონმა ტარიელ სუარმა სულ ახლახან დაასრულა მუშაობა ცნობილი ქართველი კომპოზიტორის- გია ყანჩელის სიმფონიური და კამერული მუსიკის ტრანსკრიპირებაზე და ამით მსოფლიო საგიტარო რეპერტუარში ახალი სიტყვა შეიტანა