გრანდიოზული სიახლე: საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემია მსურველებს თანამედროვე სიმღერისა და სამოყვარულო ფორტეპიანოს პროგრამებსაც შესთავაზებს!

2015-08-03

საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემიის დაარსების შესახებ ინორმაციის გავრცელების დღიდან გამოიკვეთა დიდი დაინტერესება თანამედროვე სიმღერისა და სამოყვარულო ფორტეპიანოს პროგრამების მიმართ. შესაბამისად, საქართველოს უნვიერსიტეტის მუსიკის აკადემიის ხელმძღვანელის, პიანისტ ვალერიან შიუკაშვილის გადაწყვეტილებით, აკადემიაში, ფორტეპიანოს პროგრამას ეს მიმართულებებიც დაემატება.

აღსანიშნავია, რომ თანამედროვე სიმღერის პროგრამას საერთაშორისო დონეზე პოპულარული მომღერალი - ნინო ქათამაძე უხელმძღვანელებს. რაც შეეხება სამოყვარულო ფორტეპიანოს, ამიერიდან საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემიაში ფორტეპიანოს არა მხოლოდ სკოლის მოსწავლეები, არამედ ნებისმიერი ასაკის ადამიანი დაეუფლება - სამოყვარულო დონეზე, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად.