საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემიას ნინო ქათამაძეც უერთდება!

2015-07-31

პოპულარული მომღერალი ნინო ქათამაძე საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემიაში თანამედროვე სიმღერის პროგრამას უხელმძღვანელებს. მოსწავლეებს მასტერ კლასებს თავად ნინო ქათამაძე ჩაუტარებს.

საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემიის თანამედროვე სიმღერის პროგრამა გამორჩეულია, ვინაიდან მოსწავლეს სრული შესაძლებლობა ეძლევა გამოამჟღავნოს საკუთარი ნიჭი, შეიყვაროს მუსიკა და ყველაზე კეთილმოწყობილ და მუსიკალურ გარემოში გაიცნოს და დაეუფლოს თანამედროვე სიმღერას, სუპერ ვარსკვლავის მენტორობით.

პროგრამით დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ ესტუმროთ საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემიის ოფიციალურ ვებ გვერდს.