მოცარტის სახელობის კონკურს-ფესტივალი 2016

2016-01-28

2016 წლის 20-დან 27 იანვარის ჩათვლით „საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემიაში“  ვ.ა. მოცარტის სახელობის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი გაიმართა . კონკურსი მოცარტის 260 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით,ქართველი  მუსიკოსების ვალერიან შიუკაშვილისა და თამარ ლიჩელის კონცერტით გაიხსნა.
კონკურსში, როგორც საქართველოს სხვადასვა რეგიონის ბავშვები , ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ნიჭიერი ბავშვები მონაწილეობდნენ. კონკურსი ორ ტურად სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში 6-დან 25 წლის ჩათვლით ჩატარდა.

გამარჯვებულებს გადაეცათ პრემიები და შემდეგი პრიზები:
1. საქარველოს უნივერსიტეტის პრიზი 500 $
2. ამერიკისა და ევროპის კონკურსების ფედერაცია - 2000 $-იანი სასწავლო ვაუჩერი.
3. ქ. თბილისის მერიის პრიზი.
4. „ხელოვნების აკადემიის“ ერთ წლიანი სწავლის დაფინანსება
კონკურსის ჟიურის წევრები იყვნენ:
თამარა პადუბნაია - ამერიკის კონსერვატორიის პროფესორი
ვეკა სვანიძე - თბილისი ნიჭიერთა ათწლედის დამსახურებული პედაგოგი
ირინა ხერჟი - ბათუმის კონსერვატორიის პროფესორი
ლედა კანკავა - ქუთაისის ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალური სკოლის დამსახურებული პედაგოგი
ლიკა ჩხეიძე- მე-6 მუსიკალური სკოლის დირექტორი
გიორგი ცაგარელი - საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი
გიორგი შამანაური - საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, ეროვნული მუსიკალური ცენტრის სოლისტი
ვალერიან შიუკაშვილი - ხელოვნების აკადემიის რექტორი.

27 იანვარს, კონკურსი გამარჯვებული მონაწილეების დაჯილდოებითა და გალა-კონცერტით დასრულდება.
კონკურს-ფესტივალი საქართველოს „ხელოვნების აკადემისა“ და „საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემიის“ ორგანიზებით ჩატარდა. კონკურსის მხარდამჭერი - ქალაქ თბილისის მერია.