ი.ს ბახის სახელობის II მუსიკალური კონკურსი

2016-04-08

"ხელოვნების აკადემიის" ორგანიზებით “საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემიაში” 2016 წლის  2-7  აპრილის ჩათვლით ი.ს ბახის სახელობის კონკურსი ჩატარდა, რომელშიც სხვადასხვა სამუსიკო სკოლის 100-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა შემდეგ კატეგორიებში: 
კატეგორია A - II-III კლასი 
კატეგორია B - IV-V კლასი
კატეგორია C - VI-VII კლასი
კატეგორია D - VIII-IX კლასი
კატეგორია E - X,XI,XII კლასი

ი.ს ბახის სახელობის კონკურსის ჟიურის შემადგენლობა შემდეგი იყო:

ვალერიან შიუკაშვილი - პიანისტი, საქართველოს მუსიკის აკადემიისა და ხელოვნების აკადემიის დამფუძნებელი.

ნოდარ ჟვანია - მუსიკალური ათწლედის დირექტორი.

 გელა მეგრელიძე - პიანისტი              

7 აპრილს 19:00 საათზე ი.ს ბახის სახელობის კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება და გალა კონცერტი გაიმართება. ღონისძიებაზე წარმატებული კონკურსანტები დაჯილდოვდნენ სიგელებით, გამარჯვებულებს კი ვალერიან შიუკაშვილის სპეციალური პრიზი გადაეცათ.